Monday, July 18, 2016

დღე-9

დღევანდელი ტრენინგით  დავასრულეთ ჩვენი კურსი. საკმაოდ შთამბეჭდავი იყო დევანდელი დღე  .სათითაოდ განვიხილეთ  პედაგოგების პორტფოლიო,შევაჯამეთ ნამუშევრები: გავაკეთეთ 3-3 წუთიანი პრეზენტაცია ჩვენი პორთფოლიოსი,რის შემდეგაც მოვისმინეთ  თეთრი და შავი ოპონენტების უკუკავშირი.საერთო ჯამში ყველაფერი საკმაოდ საინტერესო და მრაფალფეროვანი იყო, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში პროექტზე მუშაობისას.                                                                              დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი შრომისმოყვარეობისთვის ,მხარში დგომისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის.......................

Sunday, July 17, 2016

დღე-8

დღეს გავაკეთეთ ფასილიტაცია,თუ როგორ დავეხმარო  მოსწავლეებს სასწავლო პროექტის სისრულეში მოსაყვანად. საკმაოდ ნაყოფიერი და შრომატევადი სამუშაო შევასრულე. დავახარისხე ჩემი ნამუშევრები ,შევიტანე  ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეში.
ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავივე, რაც დამეხმარება პროექტზე მუშაობაში.

Saturday, July 16, 2016

დღე-7

განვიხილეთ წარმოდგენილი საშინაო დავალებები, გავეცანი როგორ ჩავრთო მოსწავლეები შეფასების რუბრიკის შექმნაში,თავად შევქმენი შეფასების სქემა.გავეცანი,თუ როგორ შევქმნა დავალებები მოსწავლეთათვის ბლუმის ტაქსონომიისა  და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გამოყენებით .

Friday, July 15, 2016

დღე-6

დღეს განვიხილეთ ,თუ როგორ შეძლონ მოსწავლეებმა ინტერნეტის დახმარებით პროექტის აგება,კერძოდ რა პრობლემებმა შეიძლება ამ დროს იჩინოს თავი, როგორ გადავჭრათ  სხვადასხავა საკითხები ინტერნეტის დახმარებით ..ვისწავლე როგორ გამოვიძახო სლაიდი,როგორ შემოვიტანო სურათები, ვიდეო როგორ  გადმოვქაჩო, როგორ ავაგო დიაგრამა,როგორ შევცვალო სლაიდის დიზაინი...

Monday, July 11, 2016

დღე-5


დღეს განვიხილეთ მეტად საინტერესო მასალა :როგორ მოვახერხო სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში მუშაობა. ჩათის საშულებით ზარის განხორციელება, შეტყობინებების გაგზავნა, ვიდეოზარის განხორციელება.საკმაოდ სასარგებლო იყო დღევანდელი ტრენინგი.ვფიქრობ, გამომადგება სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვაში.

Saturday, July 9, 2016

დღე-4

დღევანდელი ტრენინგის თემა იყო შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვა. კერძოდ, გავეცანი შეფასების  ხუთ მეთოდს. შევავსე შეფასების სტატეგიების ცხრილი,განვიხილე პროექტის მსვლელობის ეტაპები.გავერკვიე შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებში.დავწერე პროექტის შეფასების მოკლე მონახაზი,რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ/

Monday, July 4, 2016

დღე-3

                                       
    დღევანდელი ტრენინგი იყო საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული. განვიხილეთ პროექტთან მუშაობის ახალი საკითხები,კერძოდ, გავეცანი და
გაავანალიზე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების არსი.ვიმუშავე
 სასწავლო სტანდარტებზე,შევადგინე კითხვები და განვიხილეთ ყველა ვარიანტი სათითაოდ.